Aa
Aa

"აგვისტოსთვის კარგი სიახლე გვექნება" - ჩემპიონთა ლიგის ეს სეზონი ლისაბონში დასრულდება?

მადრიდული Marca-ს ცნობით, არის შანსი, რომ ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშების ფინალი პორტუგალიაში გაიმართოს. გამოცემა პორტუგალიის პრეზიდენტის სიტყვებს ავრცელებს.

„მაქვს განცდა, რომ საერთაშორისო ფეხბურთის თვალსაზრისით, პორტუგალიისთვის კარგი სიახლე გვექნება. ეს სიახლე აგვისტოს უკავშირდება. ჩვენ არ ვაპირებთ, მოვლენები დავაჩქაროთ, ყველაფერი გეგმაზომიერად უნდა მოხდეს“, - განაცხადა მარსელო რებელო დე სოუზამ.

ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძელი სტამბული უნდა იყოს, თუმცა ბოლო კვირებში ამ ქალაქიდან ფინალის გადატანაზე ბევრი იწერება.

ერთ-ერთი მთავარი ვარიანტი პორტუგალია, კონკრეტულად კი მისი დედაქალაქი ლისაბონია. ბრიტანული Mirror-ის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უეფა ჩემპიონთა ლიგის ჩამთავრებას ჩემპიონატების დასრულების შემდეგ გეგმავს, მატჩები კი ერთ ლოკაციაზე ჩატარდება.

სავარაუდოდ, ანალოგიური ფორმატით ჩამთავრდება ევროპა ლიგის წლევანდელი სეზონიც. წამყვანი ევროპული გამოცემების ცნობით, ევროტურნირების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას უეფა 17 ივნისს გამოაცხადებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები