Aa
Aa

87 დღის შემდეგ - პორტუგალიის ჩემპიონატი დღეს განახლდება

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში სეზონის განახლების შემდეგ საფეხბურთო მოედნებზე პორტუგალიის ჩემპიონატის კლუბებსაც ვიხილავთ.

Covid-19-ის პანდემიის გამო გამოწვეული 87-დღიანი შესვენების შემდეგ პრიმეირა ლიგის კლუბები დღეს პირველად ითამაშებენ.

სპეციალურად შემუშავებული წესების თანახმად, ჩემპიონატის მონაწილე ყველა კლუბს მატჩამდე ორი ტესტი ჩაუტარდება - პირველი მათგანი თამაშამდე 72 საათით ადრე , ხოლო მეორე - 24 საათით. ასევე, მწვრთნელებს ერთ შეხვედრაში 5 ცვლილების გაკეთების საშუალება ექნებათ.

პანდემიის შემდეგ პირველი მატჩი „პორტიმონენსესა“ და „ჟილ ვისენტეს“ შორის ჩატარდება, რის შემდეგაც ჩემპიონატის ლიდერი „პორტუ“ სტუმრად „ფამალიკაოს“ დაუპირისპირდება.

„დრაკონები“ უახლოეს მდევარ „ბენფიკას“ მხოლოდ 1 ქულით უსწრებენ. თავის მხრივ, ლისაბონელები საქმეში ხვალიდან დაბრუნდებიან და არენა „და ლუჟზე“ „ტონდელას“ უმასპინძლებენ. ასევე ხვალ ითამაშებს გიორგი მაკარიძის მე-12 ადგილოსანი „სეტუბალი“, რომელიც გასვლით მატჩში „მარიტიმუს“ შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები