Aa
Aa

"დინამო" ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის „დინამო“ კვლავ იასპარეზებს. ინფორმაციას total-waterpolo.com ავრცელებს.

თბილისური გუნდის გარდა ტურნირზე „ბარსელონა“(ესპანეთი), “ფერენცვაროში“(უნგრეთი), „იარდან ჰერცეგ ნოვი“(მონტენეგრო), „დუბროვნიკი“(ხორვატია), „მარსელი“(საფრანგეთი),“ოლიმპიაკოსი“(საბერძნეთი), „პრო რეკო“ (იტალია), „ჰანოვერი“(გერმანი) და „ბერლინი“ (გერმანია) იასპარეზებენ.

შარშანდელთან შედარებით (16 გუნდი) წელს ჩემპიონობისთვის 12 გუნდი იბრძოლებს. 10 გუნდი უკვე ცნობილია, ოქტომბერში კი ბოლო ორი ადგილისტის საკვალიფიკაციო მატცები გაიმართება.

ნოემბრის თვეში გუნდები ჩემპიონატი დაიწყება და გუნდები 2 ჯგუფში განთავსებიან, საიდანაც საუკეთესო 4-4 გუნდი ჩემპიონის ვინაობას რვათა ფინალში ივნისში ჰანოვერში გამოავლენენ.

შეგახსენებთ , რომ თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგაზე მეორედ გამოვა. გასულ გათამაშებაში გუნდმა 9 სასტარტო შეხვედრა წააგო და შემდეგ ისტორიული გამარჯვება იზეიმა. თბილისურმა 3 მარტს მაყურებლების გარეშე კლუბმა „ოლიმპიკზე“ ფრანგული „მარსელი“ დაძაბულ ბრძოლაშ დაამარცხა.

„დინამოს“ კიდევ 4 შეხვედრა უნდა ჩაეტარებინა,მაგრამ პანდემიის გამო ჯერაც გაურკვეველია თუ როდის დასრულდება ჩემპიონთა ლიგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები