„ამ მსოფლიოში რასიზმის ადგილი არაა
Aa
Aa

„ამ მსოფლიოში რასიზმის ადგილი არაა" - კონორი აშშ-ში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა

UFC-ის მებრძოლი, კონორ მაკგრეგორი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ, აშშ-ში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. ირლანდიელმა საზოგადოებას სოციალურ ქსელებში მიმართა.

„ამ მსოფლიოში უსამართლობის, რასიზმისა და შეუმწყნარებლობის ადგილი არაა. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ და უნდა ვისწავლოთ ადამიანებისგან, რომლებსაც ტკივილი აწუხებთ. იყავით იმ ცვლილებების მაგალითი, რომელთა დანახვაც გსურთ.

ვლოცულობ, ვიმედოვნებ და მჯერა, რომ ეს ყველაფერი უფლის გეგმის ნაწილია, რომელიც უკეთეს და უფრო ნათელ მომავალთან მიგვიყვანს“.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აშშ-ში საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელთა გამოც, 25 დიდ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ფლოიდის საქმეზე დაკავებულია ყოფილი პოლიციელი, რომელსაც ბრალი ორი მუხლით წაუყენეს - მესამე ხარისხის მკვლელობა და სიცოცხლის გაუფრთხილებით მოსპობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები