Aa
Aa

"ჩვენ არ ვართ დამპალი ცხოვებელი", - დენის როდმანის მიმართვა დემონსტრანტებს

პოლიციელების მიერ ჯორჯ ფლოიდის მოკვლის შემდეგ, აშშ-ში სრული ქაოსი სუფევს და სიტუაცია უმართავი ხდება. ლეგენდარულმა დენის როდმანმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა და დემონსტრანტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„ვფიქრობ, იქ ვინმე უნდა მივიდეს და მათ უთხრას - „ჰეი ბიჭებო, რატომ ვძარცვავთ? რატომ ვიპარავთ? რატომ ვქმნით უფრო და უფრო დიდ პრობლემებს? ამჟამად ჩვენთან კოვიდ-19-ით დაინფიცირებული ბევრი ადამიანი გვყავს.

თქვენ არ გჭირდებათ ნივთების დაწვა და მოპარვა, ჩვენ არ ვართ დამპალი ცხოვებელი, ჩვენ ადამიანები ვართ.

ეს ძალიან, ძალიან ცუდი სიტუაციაა, თუმცა თუ გაპროტესტება გინდათ, მაშინ ეს სწორად გააკეთეთ“.

დენის როდმანი აღნიშნავს, რომ ის მშვიდობიან პროტესტს ემხრობა, თუმცა მისი თქმით „ხაზი უკვე გადაკვეთილია“.

შეგახსენებთ, რომ ფლოიდის საქმეზე დაკავებულია ყოფილი პოლიციელი, რომელსაც ბრალი ორი მუხლით წაუყენეს - მესამე ხარისხის მკვლელობა და სიცოცხლის გაუფრთხილებით მოსპობა, თუმცა ეს აქციების დაწყებიდან 3 დღის შემდეგ მოხდა, იქამდე ის უბრალოდ სამსახურიდან დაითხოვეს.

პროტესტი ვაშინგტონში, თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორია...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები