ლინეკერი: ''არ იქნება მესი, იქნება ქაოსი... რონალდუ მესისთან ახლოსაც არაა''
Aa
Aa

ლინეკერი: ''არ იქნება მესი, იქნება ქაოსი... რონალდუ მესისთან ახლოსაც არაა''

''ბარსელონას'' ექს-ფორვარდის, გარი ლინეკერის აზრით ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ლეო მესია. ინგლისელის თქმით პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ არგენტინელ სუპერვარსკვლავთან ახლოსაც არაა. გარი ლინეკერი BBC-ს ესაუბრა.

''ადამიანები ბევრი რამის გამო კამათობენ და ერთმანეთს უპირისპირდებიან. დაპირისპირების ერთ-ერთი თემა ესეცაა: რონალდუ თუ მესი?

ხშირად საუკეთესო ფეხბურთელს საყვარელი კლუბიდან გამომდინარე ირჩევენ. ქომაგთა საყვარელი კლუბია ''ბარსელონა,'' ''რეალი,'' ''იუვენტუსი'' თუ სხვა გუნდი - ისინი საუკეთესოს საყვარელი გუნდიდან ასახელებენ, რაც კარგად მესმის.

კრიშტიანუ რონალდუს დიდი ''ფანი'' ვარ, თუმცა თუ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, საკამათო არაფერია, ეს ხომ ლეო მესია. რონალდუ არგენტინელთან ახლოსაც არაა.''

ლინეკერისთვის ის ფაქტი, რომ პორტუგალიელმა ევროპის სამ ჩემპიონატში გაიბრწყინა, მესისთან შედარებისას არგუმენტი არაა: ''მესიმ სხვადასხვა ფორმაციის ''ბარსელონაში'' ითამაშა, როცა კლუბი შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობდა, ვინც არ უნდა ყოფილიყო მის გვერდით, მისი თამაში ყოველთვის საოცარი იყო.

მესიმ ეჭვები ყველას გაუქარწყლა, ვინც მას ეჭვის თვალით უყურებდა. ბოლო წლებში, როცა ''ბარსელონა'' წარსულისგან განსხვავებით შთამბეჭდავ ფეხბურთს არ თამაშობს, მესი არ ჩაძირულა, მისი როლი კვლავ დიდია. ფაქტია, მის გარეშე ქაოსი იქნება.

იშვიათია ფეხბურთელი ერთ კლუბში დარჩეს და გაყვეს იმ გზას, რაც მესიმ ''ბარსელონასთან'' ერთად გაიარა. რატომ უნდა გასჩენოდა კლუბის შეცვლის სურვილი? მან ხომ კარიერა ერთ-ერთ უდიდეს გუნდში დაიწყო.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები