Aa Aa
30 მაისი 2020  |  13:17

ნიდერლანდებში დაამტკიცეს, რომ ფეხურთის თამაშისას კოვიდ-19 არ გადადის

როგორც ცნობილია, ნიდერლანდებში საფეხბურთო სეზონი კოვიდ-19-ის გამო ნაადრევად დასრულდა. ამ ფაქტმა კლუბებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. გადაწყვეტილებას არც უეფა ეთანხმებოდა.

ამჯერად კი, ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაცია იმ აზრამდე მივიდა, რომ ფეხბურთის თამაშის დროს დაინფიცირების ძალიან მცირე რისკი არსებობს. ეს მოსაზრება ეფუძნება კომპანია Inmotio-ს კვლევას, რომელიც მონაცემთა ანალიზზე სპეციალიზირდება.

ანალიზი ჩაუტარდა ერედივიზიონის ბოლო 2 სეზონის 482 მატჩს, რის შედეგადაც მივიდნენ აზრამდე, რომ მოთამაშეები შეხვედრის მსვლელობისას ერთმანეთთან ერთ ჯერზე (1.5 მეტრიან დისტანციაზე) 30 წამზე მეტს დროს არ ატარებენ.

როგორც ცნობილია, ასეთ დროს ვირუსის გადადების შანსები მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

„მინდორზე გასვლა რისკების გარეშე შეგვიძლია. ფეხბურთი სპორტის სახიფათო სახეობა არ არის, მათ შორის, კორონავირუსის დროსაც“. - ამბობს ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ექიმი ედვინ გოედჰარტი.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

EGT ყვავის რეკორდული ჯეკპოტი

EGT ყვავის რეკორდული ჯეკპოტი

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება