Aa
Aa

123-წლიან ისტორიაში პირველად - ბოსტონის მარათონი გაუქმდა

კორონავირუსის პანდემიის გამო ბოსტონის წლევანდელი მარათონი გაუქმდა. 123-წლიან ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა ეს ყოველწლიური მარათონი არ გაიმართება.

„არ არსებობს გზა, რომლითაც შეგვიძლია, შევადგინოთ გათამაშების ფორმატი და მასში ბევრი ადამიანი არ ფიგურირებდეს“, - აცხადებს ბოსტონის მერი მარტი უოლში.

ბოსტონის მარათონი თანამედროვე სპორტში ყველაზე გრძელი წლიური შეჯიბრებაა. ის 1897 წელს დაარსდა და ყოველწლიურად იმართებოდა, მაშინაც კი, როცა, მაგალითად, მსოფლიო პირველ ან მეორე მსოფლიო ომში იყო ჩართული.

ბოსტონის მარათონის 2019 წლის შეჯიბრება მამაკაცთა შორის - კენიელმა ლოურენს ჩერონომ, ხოლო ქალთა შორის ეთიოპიელმა უორკნეშ დეგეფამ მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები