პრემიერ ლიგამ დაადასტურა - ჩემპიონატი 17 ივნისს განახლდება
Aa
Aa

პრემიერ ლიგამ დაადასტურა - ჩემპიონატი 17 ივნისს განახლდება

პრემიერ ლიგის ხელმძღვანელებმა დაადასტურეს ინფორმაცია, რომ ჩემპიონატი 17 ივნისს განახლდება, თუმცა მოედანზე დაბრუნებამდე აუცილებელია უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებული ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნას.

მიღებული გადაწყვეტილება პრემიერ ლიგის აღმასრულებელმა დირექტორმა, რიჩარდ მასტერსმა გაასაჯაროვა და განაცხადა: „დღეს შევჯერდით იმაზე, რომ პრემიერ ლიგა 17 ივნისს განახლდება, თუმცა ეს თარიღი ოფიციალური მანამ არ გახდება, სანამ უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

სამწუხაროდ, მატჩები უმაყურებლოდ გაიმართება, თუმცა ჩვენ შევიმუშავეთ გეგმა, რომლის მიხედვითაც, გულშემატკივრებს ყველა დარჩენილი მატჩის ნახვის საშუალება ექნება“.

გავრცელებული ინფორმაციით, პარასკევსა და კვირას გასამართი შეხვედრები თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება. შაბათობით 4 მატჩი ჩატარდება - 15:30-ზე, 18:00-ზე, 20:30-ზე და 23:00-ზე. კვირასაც 4 შეხვედრას ვიხილავთ - 15:00, 17:00, 19:30, 22:00. სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს გასამართი მატჩები კი, 21:00-ზე და 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები