Aa Aa
28 მაისი 2020  |  09:39

ასენსიო: „შესანიშნავ ფიზიკურ კონდიციებში ვიმყოფები"

„რეალის“ ფეხბურთელი, მარკო ასენსიო თავს კარგად გრძნობს და მოედანზე დასაბრუნებლად ემზადება. 24 წლის გარემარბი „სამეფო კლუბის“ ოფიციალურ არხს ესაუბრა და განაცხადა, რომ „ბლანკოსის“ მაისურის მორგებას მოუთმენლად ელის.

„თავს მშვენივრად ვგრძნობ. თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშის პირველი კვირა რთული იყო, თუმცა შემდეგ ყველაფერი დალაგდა. ადაპტაცია კარგად გავიარე. ჩემი მუხლი მკურნალობაზე კარგად რეაგირებდა და ამჟამად შესანიშნავ ფიზიკურ კონდიციებში ვიმყოფები.

მოედანზე დაბრუნებას დიდი ხანი ველოდებოდი. ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო, როცა ფიზიოთერაპიის ოთახში ვიყავი და ვხედავდი ჩემი თანაგუნდელები ყოველდღე როგორ ვარჯიშობდნენ. ახლა კი, მათთან ერთად ვარ და მთავარი სწორედ ესაა.

ლა ლიგის განახლებას მოუთმენლად ველოდებით. ჩვენი მიზანია გადამწყვეტ მატჩებში გავიმარჯვოთ და ყველა ტიტული მოვიგოთ“.

ცნობისთვის, ლა ლიგაში მოედანზე დაბრუნებას 11 ივნისს აპირებენ. დიდხნიანი პაუზის შემდეგ გულშემატკივრები სევილიურ დერბის იხილავენ, რომელიც „რამონ სანჩეს პისხუანზე“ გაიმართება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

EGT ყვავის რეკორდული ჯეკპოტი

EGT ყვავის რეკორდული ჯეკპოტი

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება