შენგელია ევროლიგის სეზონის გაუქმებას გამოეხმაურა: „ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია
Aa
Aa

შენგელია ევროლიგის სეზონის გაუქმებას გამოეხმაურა: „ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია"

„ბასკონიას“ ქართველი კალათბურთელი, თორნიკე შენგელია ევროლიგის სეზონის გაუქმებას გამოეხმაურა. „თოკომოტივმა“ პოსტი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია.

„პირველ რიგში გვინდა ევროლიგას, კლუბებსა და ყველას ვინც, ამ რთული და სწორი გადაწყვეტილების მიღების პროცესში იყო ჩართული, მადლობა გადავუხადოთ.

გვესმის, რომ ძალიან რთულია უამრავი პოზიცია და აზრი განიხილო. საბოლოოდ, ერთხმად შევთანხმდით, რომ ჯანმრთელობა ნომერ პირველი პრიორიტეტია.

როგორც მოთამაშეებს კალათბურთი და ჩვენი გულშემატკივრების წინაშე ასპარეზობა ძალიან გვენატრება, მაგრამ ამ ექსტრემალურ მდგომარეობაში, რაც ვირუსის არსებობასა და 2 თვის განმავლობაში დაწესებულ აკრძალვებს უკავშირდება, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა ნომერ პირველი პრიორიტეტია“.

შეგახსენებთ, რომ 25 მაისს ევროლიგამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო მიმდინარე სეზონი გაუქმდა. აღმასრულებელი საბჭოს წევრებს შორის გამართული ვიდეოკონფერენციის შემდეგ, ევროლიგისა და ევროთასის სეზონი ნაადრევად დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები