„წავიდეს თუ დარჩეს“ – ლივინგსტონის მეკარის მომავალი ქომაგების ხელშია
Aa
Aa

„წავიდეს თუ დარჩეს“ – ლივინგსტონის მეკარის მომავალი ქომაგების ხელშია

შოტლანდიურმა კლუბმა „ლივინგსტონმა“ საკუთარი ფეხბურთელის ბედი გულშემატკივრებს მიანდო. „ლივიმ“ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოკითხვა დაიწყო, რომელმაც 37 წლის მეკარის, გარი მალეის ბედი უნდა გადაწყვიტოს.

„ლივინგსტონის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ: „სავარაუდოდ, პირველად ფეხბურთის ისტორიაში, გაძლევთ შანსს ჩვენი გოლკიპერის, გარი მალეის მომავალი გადაწყვიტოთ. მისი კონტრაქტი მომდევნო თვეში იწურება და მისი მომავალი ქომაგების ხელშია. შევთავაზოთ თუ არა მას ხელშეკრულების გახანგრძლივება. წავიდეს თუ დარჩეს? თქვენ გადაწყვიტეთ“.

გამოკითხვის დასრულებამდე 23 საათია დარჩენილი და ბოლო მონაცემებით, საკუთარი პოზიცია 170 000-ზე მეტმა გულშემატკივარმა დააფიქსირა. 68.9 % მალეის გუნდში დარჩენის მომხრეა.

აღსანიშნავია, რომ მალეის კონტრაქტი ნახევარ განაკვეთზე აქვს გაფორმებული და „ლივინგსტონს“ 2016 წელს შეუერთდა. „ლივის“ რიგებში მას მხოლოდ 9 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ორ წელზე მეტია ძირითად შემადგენლობაში არ მოხვედრილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები