გიორგი შერმადინმა
Aa
Aa

გიორგი შერმადინმა "იბეროსტართან" 2023 წლამდე გაახანგრძლივა

გიორგი შერმადინი „იბეროსტარში“ 2023 წლამდე დარჩება. ქართველმა ცენტრმა კანარულ კლუბთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა,ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვაგრძელებ თამაშს. ყველამ იცის, რომ "იბეროსტარი" ძალიან კარგი კლუბია. მწვრთნელები და მთელი პერსონალი ბრწყინვალე ადამიანები არიან. გვყავს საოცარი ფანები და განსაკუთრებული ატმოსფერო.იმედი მაქვს, ყველაფერი კარგადვე გაგრძელდება, კალათბურთისაგან სიამოვნებას მივიღებთ. ვეცდებით ტიტულის მოგებას. ვფიქრობ რომ "იბეროსტართან" კონტრაქტის გახანგრძლივება ჩემს კარიერაში საუკეთესო გადაწყვეტილებაა. „ განაცხადა შერმადინმა.

შერმადინი "იბეროსტარს" გასული სეზონის წინ "უნიკახადან" შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები