მანუჩარ მარკოიშვილი მომდევნო სეზონიდან
Aa
Aa

მანუჩარ მარკოიშვილი მომდევნო სეზონიდან "ტიტებს" გაწვრთნის

საქართველოს სუპერლიგის 2020-2021 წლების სეზონიდან “ტიტების” მთავარი მწვრთნელი მანუჩარ მარკოიშვილი იქნება. გიორგი გამყრელიძე კი კლუბის პრეზიდენტის პოტს დაუბრუნდება.

2019-20 წლების სეზონში მანუჩარი "ტიტების" სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო, ახალი სეზონისთვის კი გუნდს უკვე თავად მოამზადებს და გაუძღვება.

მარკოიშვილი ამჟამად ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის ასისტენტის პოზიციაზე მუშაობს.

"მანუმ" აქტიური საკალათბურთო კარიერა ქრონიკული ტრავმების გამო ორი წლის წინ დაასრულა. მან ნაკრებთან ერთად ოთხი ევრობასკეტი ითამაშა, ჯამში კი საქართველოს დროშის ქვეშ 52 შეხვედრა მოუგროვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები