„პიცა არაფერ შუაშია“ – Pizza Hut-ის ყოფილმა მენეჯერმა ჯორდანს უპასუხა
Aa
Aa

„პიცა არაფერ შუაშია“ – Pizza Hut-ის ყოფილმა მენეჯერმა ჯორდანს უპასუხა

მაიკლ ჯორდანის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის, „უკანასკნელი ცეკვის“ ერთ-ერთ ეპიზოდში აქცენტი 1997 წლის ფინალში „იუტა ჯაზის“ წინააღმდეგ გამართულ ე.წ flue game-ზეა გაკეთებული.

„ჯაზმენებთან“ შეხვედრაში ჯორდანი თავს შესამჩნევად ცუდად გრძნობდა და „უკანასკნელ ცეკვაში“ ამის მიზეზად საკვებით მოწამვლა დაასახელა. ჯორდანის თქმით, მან მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, პიცა მიირთვა, რის შემდეგაც ღებინება დაეწყო.

კრეგ ფაიტი, რომელიც 1997 წელს Pizza Hut-ის ერთ-ერთი დაწესებულების ასისტენტ-მენეჯერი გახლდათ, აცხადებს, რომ ჯორდანის ვერსია სიმართლეს არ შეესაბამება. „ჩიკაგო ბულსის“ ქომაგი ფაიტის მიხედვით, პიცა მან თავად მოამზადა და ყველაფერი წესების დაცვით იყო შესრულებული.

„ზუსტად მახსოვს, რომ შეკვეთის მიღების შემდეგ, ჩემს თანამშრომლებს ასეთი რამ ვუთხარი: „ამ პიცას მე გავაკეთებ, რადგან არ მინდა თქვენ მასთან შეხება გქონდეთ“. შემდეგ კი, მძღოლს ვთხოვე დანიშნულების ადგილას მივეყვანე.

როგორც კი, სასტუმროში შევედი და ლიფტის კარი გაიღო, მაშინვე სიგარის ბოლში აღმოვჩნდი. მაინტერესებს, მას საკვებით მოწამვლის დიაგნოზი დაუსვეს თუ არა, ან ექიმთან იყო თუ არა. მინდა ყველას შევახსენო ერთი რამ. ის იმდენ სიგარას ეწეოდა, რომ იძულებული იყო ფანჯრები გაეღო. 

თუ მართლაც საკვებით მოწამვლასთან გვაქვს საქმე, არის ალბათობა, რომ საკვები სხვა ადგილიდან მოეტანათ, რადგან პიცის გაკეთებისას ყველა წესი დავიცავი“.

შეგახსენებთ, რომ 1997 წლის ფინალური სერიის მე-5 შეხვედრაში შეუძლოდ მყოფმა ჯორდანმა 38 ქულა ჩააგდო და „ჩიკაგოს“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოაპოვებინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები