ფინანსური და სუფთა საფეხბურთო მიზეზები: კვერკველია ''როსტოვში'' არ გადავა
Aa
Aa

ფინანსური და სუფთა საფეხბურთო მიზეზები: კვერკველია ''როსტოვში'' არ გადავა

რუსული მედიის ცნობით სოლომონ კვერკველია მოსკოვის ''ლოკომოტივს'' დატოვებს, თუმცა ეს გუნდი ვალერი კარპინის გაწვრთნილი ''როსტოვი'' არ იქნება. კარპინის გუნდში ქართველი ფეხბურთელის გადასვლა ფინანსური და სუფთა საფეხბურთო მიზეზებით აიხსნება.

მოსკოვური გუნდიდან მთავარი მწვრთნელის, იური სიომინის წასვლის შემდეგ რუსული მედია კვერკველიას ტრანსფერს ვარაუდობს, თუმცა 28 წლის ცენტრალური მცველის ხელფასი საკმაოდ მაღალია და ამ ეტაპზე ფეხბურთელისთვის საინტერესო ალტერნატივა არ ჩანს.

სამტრედიაში დაბადებული მცველი ''ზენიტის'' სარეზერვო გუნდში ასპარეზობის შემდეგ ყაზანის ''რუბინისა'' და ''ნეფტეხიმიკის'' მოთამაშე იყო. 2017 წელს ''რუბინმა'' სიომინის ''ლოკომოტივში'' გაანათხოვრა და შემდეგ კვერკველია მოსკოვური გუნდის სრულუფლებიანი წევრი გახდა. მან კლუბთან ერთად რუსეთის ჩემპიონატი და თასი მოიგო. ასევე, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპებზე ითამაშა.

გასულ თვეში მოსკოვის ''ლოკომოტივის'' ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ილია გერკუსმა 2018 წლის ზაფხულში სოლომონ კვერკველიას ''ლესტერში'' ჩაშლილი ტრანსფერი გაიხსენა: ''ეს შესანიშნავი მომენტი იყო. ''ლესტერმა'' კვერკველიას სანაცვლოდ 15 მილიონი ფუნტი სტერლინგი შემოგვთავაზა. მხარს არავინ მიჭერდა, თუმცა მე ვთქვი, რომ, შესაძლოა, ასეთი წინადადებით ჩვენი კლუბისთვის მომავალში აღარ მიემართათ. მაგალითად, მაცეი რიბუსი 1,5 მილიონად ვიყიდეთ და ''ლიონში'' 5 მილიონად გავყიდეთ.

იური სიომინმა თქვა: "ჩემპიონი გუნდიდან არავის ვეხებით. ჩვენ ყველას კონტრაქტს ვუხანგრძლივებთ.'' მის აზრს კლუბში ყველა ეთანხმებოდა, თუმა მე განსხვავებული პოზიცია მქონდა. ვფიქრობდი, რომ თუ კლუბი ფეხბურთელების გაყიდვის გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, ფინანსური პრობლემების წინაშე დავდგებოდით, ბიუჯეტში დეფიციტი იქნებოდა, თუმცა ისინი ამბობდნენ: ''ჩვენ რუსეთის რკინიგზა დაგვეხმარება.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები