ბალოტელი და ნიცას ღამის კლუბები...
Aa
Aa

ბალოტელი და ნიცას ღამის კლუბები...

ფრანგული "ნიცას" ახალწვეულს, მარიო ბალოტელის მისი პრეზენტაციის დროს საკმაოდ უხერხულ კითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა... ერთ-ერთი ასეთი, მის ღამის კლუბებთან დამოკიდებულებას ეხებოდა. ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებდა თუ არა იგი ნიცასა და მონაკოს ღამის კლუბებში სიარულს, მარიომ შემდეგი პასუხი გასცა...

"მათი გაგონებაც კი არ მსურს! აქ ფეხბურთის სათამაშოდ გადმოვედი. ჩემით არაერთი გრანდი ინტერესდებოდა, თუმცა მე სათამაშო პრაქტიკა მჭირდება. ამას გარდა, "ნიცას" პროექტი ძალიან მომეწონა და მინდა მისი ერთ-ერთი შემოქმედი ვიყო. მე ვესაუბრე მთავარ მწვრთნელს და იგი ბოლომდე მენდობა. აქ ძალიან კარგი გარემოა და თავს უკვე შესანიშნავად ვგრძნობ" - განაცხადა მარიო ბალოტელიმ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები