ჩაკვეტაძის აგენტი: ''კლუბების ინტერესი არასდროს აკლდა, მაგრამ ახლა დარჩენა სჯობს''
Aa
Aa

ჩაკვეტაძის აგენტი: ''კლუბების ინტერესი არასდროს აკლდა, მაგრამ ახლა დარჩენა სჯობს''

ლიეჟის ''სტანდარდისა'' და საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-თავდამსხმელმა ლაშა ჯაკობიამ ''გენტის'' ქართველ ტალანტზე გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა. ჯაკობია ჩაკვეტაძის აგენტია და გიორგის თბილისის ''დინამოდან'' ბელგიურ კლუბში გადასვლაში აქტიურად მონაწილეობდა.

ჯაკობიას აზრით უმჯობესია ჩაკვეტაძემ ექვსი თვე ''გენტში'' გაატაროს, საუკეთესო ფორმაში შევედის და შემდეგ განხორციელდეს ტრანსფერი დიდ კლუბში.

ლაშა ჯაკობია ტელეკომპანია ''იმედს'' ესაუბრა: ''ჩემი პოზიციაა, რომ კიდევ 6 თვე ''გენტში'' ითამაშოს, ფორმაში ჩადგეს. კლუბების ინტერესი არ აკლია, თუმცა სჯობს ახალ კლუბში მაშინ გადავიდეს, როცა ფორმაში იქნება. მისი გადაბირებით ძალიან ძლიერი გუნდები არიან დაინტერესებულნი. მით უმეტეს ახლა ''გენტი'' ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და ესეც მნიშვნელოვანია.''

შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძე 2017 წლის ზაფხულიდან მოყოლებული ''გენტის'' მოთამაშეა.

2018-19 წლების სეზონის მეორე ნახევარი ჩაკვეტაძეს ტრავმის გამო გაუცდა. ოპერაციის შემდეგ მოედანს გასული წლის მიწურულს დაუბრუნდა.

2019-20 წლების სეზონში გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიის ჩემპიონატში 9 მატჩი ჩაატარა, სასტარტოში მხოლოდ ორჯერ მოხვდა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. გარდა ამისა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ოლექსანდრიასთან'' ითამაშა, ხოლო ფლეი-ოფში „რომას'' წინააღმდეგ ორივე მატჩში მეორე ტაიმში ჩაერთო თამაშში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები