პანიკური შიში კოვიდ-19-ზე და ჩელსის ნებართვა - კანტე ამ სეზონში აღარ ითამაშებს
Aa
Aa

პანიკური შიში კოვიდ-19-ზე და ჩელსის ნებართვა - კანტე ამ სეზონში აღარ ითამაშებს

კორონავირუსმა მსოფლიოში ცხოვრების წესი შეცვალა და ამიერიდან, ბევრი რამ ისე აღარ იქნება, როგორც აქამდე იყო. იძულებითი ცვლილებები ფეხბურთსაც შეეხო, თუმცა რასაც ნგოლო კანტე აკეთებს, რაღაც ახალია.

ბრიტანული Sky Sports-ის ცნობით, „ჩელსიმ“ კანტეს უფლება მისცა, რომ სახლში დარჩეს და სეზონის განახლების შემთხვევაში, დარჩენილ 9 ტურს გუნდი მის გარეშე ჩაატარებს.

„ჩელსის ნახევარმცველი ნგოლო კანტე კორონავირუსის გამო შეშფოთებულია და თუ სეზონი განახლდება, ის არ ითამაშებს“, - წერს Sky Sports-ი.

წყაროს თანახმად, ნგოლოს კოვიდ-19-ის განსაკუთრებით ეშინია და სახლიდან გასვლას საერთოდ არ აპირებს. კლუბი კი მის მდგომარეობას ითვალისწინებს და ამის ნებას რთავს.

როგორც ბრიტანეთის სტატისტიკურმა სამსახურმა დაასკვნა, კორონავირუსით შავკანიანი ადამიანების გარდაცვალების რისკი ორჯერ უფრო დიდია, ვიდრე თეთრკანიანებისა.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით ბრიტანეთში კორონავირუსის 254,195 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 36,393 გარდაიცვალა, ხოლო საერთო გამოჯანმრთელებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ამ მომენტისთვის კრიტიკულ მდგომარეობაში 1,559 ადამიანი რჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები