Aa
Aa

ინგლისში სნუკერი 1 ივნისიდან დაბრუნდება - Championship League-ზე ტრამპიც ითამაშებს

ინგლისში დიდი სნუკერი 1 ივნისიდან დაბრუნდება. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება რამდენიმე საათის წინ გაკეთდა.

მილტონში გასამართ Championship League-ს ტურნირამდე ყველა მოთამაშეს კორონავირუსზე ტესტის გავლა მოუწევს, გათამაშება კი სპეციალური სამედიცინო პროტოკოლის ფონზე ჩაივლის.

ტურნირზე მაყურებლები არ დაიშვებიან და დარბაზში ნორმით დადგენილი განსაკუთრებული ზომები იქნება მიღებული.

Championship League 1 ივნისს დაიწყება და მასში მონაწილეობას 64 მოთამაშე, მათ შორის ამჟამინდელი მსოფლიო ჩემპიონი - ჯუდ ტრამპი, მიიღებს.

ჯამური საპრიზო ფონდი 200 000 ფუნტია, რომლიდანაც გამარჯვებულს 30 000 შეხვდება. იგი ასევე ნოემბერში გასამართ Champion of Champions-ის გათამაშებაზე ადგილს დაიბევებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები