Aa Aa
22 მაისი 2020  |  09:16

რივალდო: „ჰოლანდს შეუძლია ფენომენოს დონის ფეხბურთელი გახდეს"

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რივალდო დარწმუნებულია, რომ ერლინგ-ბრაუტ ჰოლანდს დიდი მომავალი აქვს და შეუძლია „ფენომენოს“ დონის მოთამაშე გახდეს. რივალდო ნორვეგიელი თავდამსხმელის შესახებ Betfair-ს ესაუბრა და განაცხადა, რომ „დორტმუნდის“ შემტევის ეიმედება.

„19 წლის ასაკში ის უკვე შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ მომავალში შეუძლია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი გახდეს. ჰოლანდს მებრძოლი ხასიათი აქვს, შიშის გარეშე თამაშობს და მინდორზე საოცრად მშვიდია. ის უკვე ტოპ კლასის ფეხბურთელია, რომელსაც კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი და გასაგებია გრანდებს მისი საკუთარ რიგებში ხილვა რატომ სურთ.

ჰოლანდს სათამაშო სტილით ბრაზილიელ რონალდოს ამსგავსებენ. ისინი ერთმანეთს რაღაცით ნამდვილად ჰგვანან, მაგრამ ჯერ ადრეა ნორვეგიელი ფენომენოს მემკვიდრედ მოვიხსენიოთ.

რონალდომ მუნდიალზე 4-ჯერ იასპარეზა და 2-ჯერ ჩემპიონი გახდა. ის თავისი სოლორეიდებითა და გოლებით მსოფლიოს აოცებდა. ჰოლანდს რონის დონეზე მისასვლელად დრო სჭირდება, თუმცა მიმაჩნია, რომ მას ყველაფერი აქვს, რათა ჩემს ბრწყინვალე თანაგუნდელს მინიმუმ მიუახლოვდეს მაინც“.

როგორც მოგეხსენებათ, „დორტმუნდმა“ ჰოლანდი 20 მილიონ ევროდ შეიძინა. ესპანურ პრესაში კი, დიდი ხანია მას „რეალსა“ და „ბარსელონას“ უკავშირებენ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები