შეთანხმება მიღწეულია - ბარსელონა და იუვენტუსი ტრანსფერს ასრულებენ
Aa
Aa

შეთანხმება მიღწეულია - ბარსელონა და იუვენტუსი ტრანსფერს ასრულებენ

იტალიური Football Italia, ესპანურ Sport-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც “იუვენტუსმა“ და „ბარსელონამ“ შეთანხმებას მიაღწიეს და კლუბები გაცვლას განახორციელებენ.

წყაროს თანახმად, ნელსონ სემედუ კარიერას ტურინულ გრანდში გააგრძელებს, სანაცვლოდ კი „ბარსა“ მირალემ პიანიჩს, მატია დე შილიოს და პლუს 25 მილიონ ევროს მიიღებს.

ერთი შეხედვით კატალონიელები ამ გარიგებიდან გაცილებით მეტ მოგებას ნახულობენ. როგორც წყარო წერს, ეს ყველაფერი პორტუგალიელი განაპირა მცველის ფასისა და ასაკის დამსახურებაა - სემედუ 26 წლის არის და მისი ღირებულება 50 მილიონი ევროა.

ესპანური Sport-ი წერს, რომ „ბარსა“ მიღებულ 25 მილიონს ლაუტარო მარტინესის ტრანსფერისთვის გამოიყენებს, რომლის გაფორმებასაც კლუბი უახლოეს კვირებში გეგმავს.

ამ მომენტისთვის იწერება, რომ „იუვენტუსმა“ და „ბარსელონამ“ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის შემდეგი ნაბიჯიც ყველაფრის გაოფიციალურებაა.

ფეხბურთელები ახალ კლუბებში მხოლოდ მას შემდეგ გადავლენ, რაც 2019-2020 წლების სეზონი დასრულებულად გამოცხადდება. კორონავირუსის გამო ჩემპიონატები ჯერ არ განახლებულა. პირველად მატჩების ჩატარება ბუნდესლიგამ დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები