იჯარა გამოსყიდვის უფლებით | მონცამ გოგლიჩიძის დამატება დაადასტურა
„უდინეზეს’’ ქართველი ფეხბურთელი საბა გოგლიჩიძე ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით კარიერას „მონცაში“ გააგრძელებს, რომელსაც „ტორინოს“ ყოფილი დამრიგებელი ივან იურიჩი წვრთნის.
„მონცა“ სერია A-შია და მისი მთავარი მიზანი ელიტარულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. „ბიანკოროსიმ“ ორიდან ორივე შეხვედრა წააგო და შვიდი გოლი გაუშვა: პირველ ტურში „მონცა“ „ინტერთან“ 1:4 განადგურდა, მეორე ტურში კი სწორედ „უდინეზემ“ 3:2 მოუგო.
2025 წლის ზაფხულში „უდინეზემ’’ საბა გოგლიჩიძე „ემპოლიდან’’ 4 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა მთავარ მწვრთნელ კოსტა რუნიაიჩთან მისი მუშაობა წარმატებული არ ყოფილა, მცირე სათამაშო დრო ეძლეოდა, რის გამოც გასული სეზონის მეორე ნახევარი „უოტფორდში’’ გაატარა. ახალ სეზონში სერია A-ს საწყის ორ ტურში სათადარიგოთა სკამზე იჯდა, კვლავ არ ათამაშეს და მისი იჯარით წასვლა ლოგიკური გადაწყვეტილება იყო.
ცნობისთვის, გოგლიჩიძეს „უდინეზესთან“ კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 3.5 მილიონი ევროა.