ფოლარინ ბალოგუნი
Aa
Aa

სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა | სავარაუდოდ, ბალოგუნის ტრანსფერი ჩაიშლება

„მონასკოს'' ფეხბურთელმა ფოლარინ ბალოგუნმა „ევერტონში’’ სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა. მიუხედავად იმისა, რომ „მონაკო“ და “ევერტონი“ ყველაფერზე შეთანხმებულნი იყვნენ, ახლა შესაძლოა ტრანსფერი ჩაიშალოს.

გარიგება თითქმის დასრულებული ჩანდა, თუმცა ფრანგმა ჟურნალისტმა, ფაბრის ჰოკინსმა გაამჟღავნა, რომ „არსენალის“ ყოფილი თავდამსხმელის სამედიცინო შემოწმებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეთანხმება გაურკვევლობაში შეიყვანა, მაშინ როცა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ძალიან ცოტა დრო რჩება.

შეტევის ხაზის გაძლიერების მიზნით, „ევერტონს“ „მონაკოსთან“ აშშ-ის ნაკრების ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონი ფუნტის გადახდაზე შეთანხმება ჰქონდა.

ამ მოვლენებზე საუბრისას, talkSPORT-ის ჟურნალისტმა ბენ ჯეიკობსმა განაცხადა: „ტრანსფერი ეჭვქვეშაა. სამედიცინო შემოწმებაზე გართულება შეიქმნა და ეს ძალიან დრამატული სიტუაციაა, რადგან „მონაკოს“ უკვე ნაპოვნი ჰყავდა შემცვლელი. მათი ფანჯარა უკვე დაიხურა და ახლა ისინი ამ ტრანსფერის ბოლომდე მისაყვანად ვეღარაფერს იზამენ.“

„მონაკო“ მექსიკური „კრუს ასულიდან“ ერიკ ლირას დამატებას იმედოვნებდა, თუმცა ამისთვის ბალოგუნის გუნდიდან წასვლა იყო საჭირო, რათა შემადგენლობაში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის ფეხბურთელისთვის (non-EU) კვოტა გათავისუფლებულიყო.

MARCA-ს ჟურნალისტმა მატეო მორეტომ მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ევერტონმა“ ყურადღება „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელ ჯოშუა ზირკზეზე გადაიტანა, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, უკავშირდება თუ არა ეს ინტერესი ბალოგუნის ჩაშლილ გარიგებას.

ბალოგუნი ლიგა 1-ის კლუბს 2023 წელს შეუერთდა და მას შემდეგ 91 მატჩში 31 გოლი გაიტანა, ხოლო აშშ-ის ეროვნული ნაკრების რიგებში ჩატარებულ 31 შეხვედრაში მის ანგარიშზე 12 გოლია.

მსგავსი სიახლეები