როდრი: დებიუტი ემოციური იყო - ახლა მუშაობის დაწყების დროა
როდრიმ „ბარსელონაში“ დებიუტის შემდეგ პირველ ემოციებზე ისაუბრა. ჰანსი ფლიკის გუნდმა ლა ლიგის მეორე ტურში „ბილბაოს“ 2:0 მოუგო.
„დებიუტით ძალიან ბედნიერი ვარ, კმაყოფილი ვარ გამარჯვებით. მნიშვნელოვანია რიტმში შესვლა და ამ შესანიშნავ გუნდთან ადაპტაცია. პირველმა რამდენიმე წუთმა სასიამოვნო შეგრძნება დატოვა. ეს ზაფხული გრძელი იყო, ჩვეულებრივზე უფრო გრძელი. ძველ რიტმს რაც შეიძლება მალე უნდა დავუბრუნდე. ყველაფერი ისე აეწყო, როგორც მე მინდოდა და კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ განვითარდა მოვლენები. ახლა მუშაობის დაწყების დროა.
ეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, საუკეთესო ფეხბურთელებით. აქ ყოფნით ბედნიერი ვარ. ემოციური დღე იყო.
ლამინ იამალს რთული პერიოდი ჰქონდა, მაგრამ ახლა ის დაბრუნდა და თავის საუკეთესო ფორმას იღდგენს. სწორედ ეს გვჭირდება ჩვენ მისგან - მისი სამუშაო ეთიკა და სტაბილურობა, - რადგან მას ნიჭი აქვს, გოლები კი თავისთავად მოვა“,
- განაცხადა როდრიმ DAZN-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ესპანელი ნახევარმცველი კატალონიურ გუნდში „მანჩესტერ სიტიდან“ 76,5 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა.