ვიტსელი ტურინშია..
სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" ნახევარმცველი, აქსელ ვიტსელი ტურინის "იუვენტუსში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. ბელგიელი ფეხბურთელი უკვე იტალიაშია და რამდენიმე საათში სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ამის შესახებ ინფორმაცია "Premium Sport"-ის ჟურნალისტმა, კლაუდიო რაიმონდიმ საკუთარი "Twitter"-ის საშუალებით გაავრცელა.
რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ვიტსელმა 5 მატჩი ჩაატარა, თუმცა გოლითა და საგოლე გადაცემით თავი არ გამოუჩენია.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "იუვენტუსს" აქსელ ვიტსელის შეძენა 18 მილიონი ევრო დაუჯდება.