Aa Aa
12 მაისი 2020  |  11:50

"იტალიურის სწავლამდე, კოლეგების პატივისცემა ისწავლე" - მალდინიმ რანგნიკი გააკრიტიკა

პაოლო მალდინიმ „მილანის“ მწვრთნელობის კანდიდატი, რალფ რანგნიკი გააკრიტიკა. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, რომელიც ამჟამად „როსონერის“ ტექნიკური დირექტორია, გერმანელს კოლეგებისადმი მეტი პატივისცემის გამოჩენა ურჩია.

„რანგნიკთან არასდროს მილაპარაკია და არ მესმის, მისი განცხადებები რას ეფუძნება, რადგან ჩემთვის ხელმძღვანელობას ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. გერმანელი მწვრთნელი, ფაქტობრივად, ამბობს, რომ ჩვენს გუნდში სრული მმართველობა სურს, როგორც სპორტული, ისე ტექნიკური კუთხით და ჩაებმება იმ სფეროებში, სადაც ამჟამად პროფესიონალები მუშაობენ და კონტრაქტები აქვთ.

ჩემი აზრით, დროა, ამ საკითხზე გარკვეული განმარტებები გაკეთდეს. იქამდე კი რანგნიკს ვურჩევდი, რომ სანამ იტალიურის სწავლას შეუდგება, ისწავლოს პატივისცემა იმ კოლეგებისა, რომლებიც ასეთ რთულ პერიოდში იმისთვის მუშაობენ, რომ კლუბმა სეზონი სათანადოდ ჩაამთავროს“.

შეგახსენებთ, რომ რანგნიკის „მილანში“ მიწვევა კლუბის აღმასრულებელ დირექტორ ივან გაზიდისს სურს, გერმანელი კი მენეჯმენტის სფეროში სრულ მონოპოლიას ითხოვს. გაზიდისის პირველი ნაბიჯი მალდინის უშუალო კოლეგის, ზვონიმირ ბობანის დათხოვნა იყო. რანგნიკის დანიშვნის შემთხვევაში, სავარაუდოდ, პოსტის დატოვება თავად მალდინისაც მოუწევს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში