Aa
Aa

ფედერერის ფონდი 64 000 აფრიკელ ბავშვს საკვებით დაეხმარა

როჯერ ფედერერის საქველმოქმედო ფონდი Covid-19-ის პანდემიის პირობებში 64 000 აფრიკელ ბავშვს დაეხმარა.

ფონდიდან 1 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიყო, რომელიც დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახებისათვის საკვები პროდუქტების შეძენას მოხმარდა.

„Covid-19 გლობალური კრიზისია. როგორც ჰუმანიტარული პასუხისმგებლობა, როჯერ ფედერერის ფონდმა 1 მილიონი დოლარი 64 000 ბავშვისთვის გამოყო. მათი ოჯახები საკვები პროდუქტებით მომარაგდნენ, რაც აფრიკაში ჩვენი პარტნიორების მეშვეობით გავაკეთეთ“, - ვკითხულობთ ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როჯერ ფედერერმა საქველმოქმედო ფონდი 2004 წელს დააარსა. ფონდის მიზანი აფრიკის სამხრეთ ნაწილსა და შვეიცარიაში მცხოვრებ ბავშვთა დახმარებაა და ამ ქველმოქმედების წყალობით დღემდე განათლება და უკეთესი მომავლის პერსპექტივა მილიონზე მეტმა გაჭირვებულმა ბავშვმა მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები