Aa
Aa

ყოფილი თანაგუნდელი: "რაჯა სიგარეტს მწვრთნელის ასისტენტთან ერთად ეწეოდა"

„რომას“ ყოფილი მცველი, ლეანდრო კაშტანი რაჯა ნაინგოლანის შესახებ საუბრობს. ბრაზილიელი იხსენებს, რომ რაჯას სხვისი აზრები ნაკლებად ადარდებდა და გუნდის მწვრთნელთან ერთად სიგარეტსაც ეწეოდა.

„როცა ჩვენს გუნდში „კალიარიდან“ გადმოვიდა, მის შესახებ ცოტა რამ ვიცოდი. თუმცა, პირველსავე მატჩისას დასარტყმელად გამზადებულ მეტოქეს ბურთი ისეთი ვარდნით წაართვა, მივხვდი, როგორი კალიბრის ფეხბურთელი იყო.

იგი მართლაც შესანიშნავი მოთამაშეა, მაგრამ, სამწუხაროდ, უსიამოვნო ამბებშიც ხშირად ხვდებოდა. იმავე „რომაში“ ყოფნის პერიოდში, გასახდელიდან გადიოდა, რათა მწვრთნელის ასისტენტთად ერთად სიგარეტი მოეწია. იგი აკეთებდა იმას, რაც სიამოვნებას ანიჭებდა და არ ადარდებდა სხვები რას იფიქრებდნენ.

მეორე მხრივ, ასეთი რაღაცების შემდეგ მოედანზე გადიოდა და ყოველთვის მინდვრის იმ მონაკვეთზე იყო, სადაც გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. მის მხარდამხარ თამაში ძალიან კარგი იყო“.

2018 წლის ახალი წლის ღამეს ნაინგოლანმა სოციალურ ქსელში განათავსა ვიდეო, რომელშიც იგი ილანძღებოდა, ალკოჰოლს სვამდა და ეწეოდა. ამ კადრების გამო „რომამ“ ფეხბურთელი დასაჯა, თავად გამოცდილ ნახევარმცველს კი ბოდიშის მოხდა მოუწია.

ბელგიელი ნახევარმცველი რომაულ კლუბში 2014-18 წლებში თამაშობდა, გასული წლიდან მოყოლებული კი „ინტერმა“ იჯარის წესით სარდინიულ „კალიარიში“ გაუშვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები