კასილიასი
Aa
Aa

კასილიასი "ჩემპიონთა ლიგაზე" ზედიზედ მე-18 სეზონს ითამაშებს

ლეგენდარული ესპანელი მეკარე, იკერ კასილიასი, "ჩემპიონთა ლიგის" ფლეი-ოფში "რომას" დამარცხებით, კიდევ ერთ უნიკალურ მაჩვენებელს მიუახლოვდა. 

საქმე ისაა, რომ 2016-2017 წლების სეზონში, კასილიასი "ჩემპიონთა ლიგის" ფინალურ ეტაპაზე, ზედიზედ მე-18 სეზონს ჩაატარებს. 

მასვე ეკუთვნის ამ ტურნირზე ჩატარებული მატჩების სარეკორდო მაჩვენებელიც, იკერმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალური ეტაპის ეგიდით, 156 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 

 

მომზადებულია as.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები