Aa Aa
6 მაისი 2020  |  11:23

კიმიხი: "ფედერერი ელეგანტურობის განსახიერებაა"

მიუნხენის „ბაიერნის“ ერთ-ერთი ლიდერი, ჯოშუა კიმიხი როჯერ ფედერერის შესახებ საუბრობს. კიმიხმა, რომლის თქმითაც, ფედერერი მასზე ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა, ამ თემაზე მოკლე კომენტარი გააკეთა.

„იგი მისაბაძი მაგალითია. ელეგანტურობისა და მაღალი დონის განსახიერება გახლავთ. არის ჯენტლმენი და ღირსეული სპორტსმენი. ესაა ის თვისებები, რაც მასში ძალიან მომწონს.

ფაქტი, რომ წარმატებული ხარ, ვიღაცებში უდიდეს შურს იწვევს, თუმცა ფედერერის შემთხვევაში ასე არაა და იგი თითქმის ყველას უყვარს. ნადალიც მომწონს, მაგრამ ფედერერი ჩემზე ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა“.

კიმიხი ჩოგბურთის მოყვარულია და როგორც ინტერვიუში თავად აღნიშნა, 2016 წლიდან მოყოლებული თავისუფალ დროს ამ სპორტს საკმაოდ ხშირად თამაშობს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები