ელერდაისი ტერის ნაკრებში აბრუნებს?
ბრიტანული პრესა ახალმა საგამ დაიპყრო - სემ ელერდაისი, "ჩელსის" კაპიტნის, ჯონ ტერის ნაკრებში დაბრუნებას აპირებს.
ამ თემაზე მოლაპარაკებებს თავად ელერდაისი აწარმოებს, რომელმაც ტერის დაურეკა და უთხრა, რომ თუკი გადაწყვეტილებას შეცვლიდა, ეროვნულ გუნდში სიამოვნებით გამოიძახებდა.
ჯერჯერობით, ტერის პოზიცია უცნობია, თუმცა თუ ჩვენ ინგლისელ კოლეგებს დავუჯერებთ, "არისტოკრატთა" კაპიტანი ელერდაისის წინადადებამ უნდა მოხიბლოს და წესით მან ნაკრებში დაბრუნებაზე უარი არ უნდა თქვას.
35 წლის ტერიმ, ინგლისის ნაკრებში ბოლოს 2012 წელს, მოლდოვის წინააღმდეგ ითამაშა. როგორც ჩანს ელერდაისი ვეტერან მცველს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისთვის იგულებს. იმ დროისათვის ტერი 37 წლისა იქნება.
მომზადებულია goal.com-ის მიხედვით