ვერსტრეტი: ''უცნაურია, მათ COVID-19 დაუდასტურდათ და ჩვენ ვარჯიშს ვაგრძელებთ''
Aa
Aa

ვერსტრეტი: ''უცნაურია, მათ COVID-19 დაუდასტურდათ და ჩვენ ვარჯიშს ვაგრძელებთ''

''კიოლნის'' 26 წლის ფეხბურთელი ბირჟე ვერსტრეტი კორონავირუსის პანდემიით შექმნილ რთულ ვითარებაზე ბელგიურ ტელევიზია VTM-ს ესაუბრა.

გერმანულმა კლუბმა ინფიცირებულთა სახელების გასაჯაროვებაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ ინფიცირებულნი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან. საინტერესოა, რომ კორონავირუსის მიუხედავად, „კიოლნში“ ვარჯიშებისა და სეზონის განახლებისთვის მზადების შეწყვეტაზე კატეგორიულ უარს ამბობენ.

ბირჟე ვერსტრეტის კომენტარიდან ვიგებთ, რომ ერთ-ერთი ინფიცირებული კლუბის ფიზიოთერაპევტია.

''კლუბში გვითხრეს, რომ ფეხბურთელთაგან კორონავირუსით ინფიცირებული არავინაა, თუმცა ფიზიოთერაპევტს კორონავირუსი დაუდგინდა, მასთან კი მე და რამდენიმე მოთამაშეს კონტაქტი გვქონდა. ხუთშაბათს სპორტულ დარბაზში ვიმყოფებოდი, სადაც ისიც იყო. ასე რომ სიმართლე არაა, რომ ფიზიოთერაპევტს ფეხბურთელებთან კონტაქტი არ ჰქონდა.

იმედი მაქვს კორონავირუსის შემდეგ ტესტზე კლუბში არავინ მიიღებს დადებით პასუხს, თუმცა კარგად მესმის, რომ კორონავირუსი სწრაფად ვრცელდება.

ასეთი ვითარებისას კარანტინში არ ვიმყოფებით, რაც ცოტა უცნაურია.

ახლა საფეხბურთო მინდორი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი არაა. გასაკვირია, რომ ახლა ვირუსი ჩვენთან ასე ახლოსაა, თუმცა ყველაფერი ჩვეულ ტემპში გრძელდება.

გულუბრყვილობა იქნება იმის თქმა, რომ ფეხბურთი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაბრუნდეს, რადგან ვირუსის სწრაფად გავრცელებამ უკვე გვაჩვენა ვითარების სირთულე.

ჩემი პრეროგატივა არაა თუ როდის განახლდება ბუნდესლიგა, მაგრამ დღეს ჩემი გული ფეხბურთს არ ეკუთვნის. პრიორიტეტული ჩემი ოჯახის, მეგობრებისა და ყველა ადამიანის ჯანმრთელობაა.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები