Aa
Aa

"2 წელი ჩემპიონთა ლიგის გარეშე ძალიან ბევრია", - დე ბრუინი წასვლაზე მიანიშნებს

პეპ გუარდიოლას გუნდის დასჯისა და ევროტურნირებიდან მოკვეთის გამო, არსებობს საფრთხე რომ კლუბს ლიდერები დატოვებენ. მათ შორის ერთ-ერთი შესაძლოა კევინ დე ბრუინი იყოს.

„კლუბმა ფეხბურთელები დაგვარწმუნა, რომ აპელაციას შეიტანს. „სიტიში“ თითქმის 100%-ით არიან დარწმუნებულნი, რომ სიმართლე ჩვენს მხარესაა. ჩემს გუნდს ვენდობი.

როგორც კი განცხადება გაკეთდება, ყველა ვარიანტს განვიხილავ. 2 წელი ჩემპიონთა ლიგის გარეშე, ეს ძალიან ბევრია. ერთ წლიანი დისკვალიფიკაცია კი შესაძლოა განვიხილო“. - ამბობს დე ბრუინი.

როგორც ცნობილია, უეფამ „მანჩესტერ სიტი“ ევროტურნირებიდან 2 წლით მოკვეთა და პლუს ამას დააკისრა ჯარიმა 30 მილიონი ევროს ოდენობით. „ქალაქელებს“ 2012 და 2016 წლებში ფინანსური ფეარ პლეის დარღვევა ედებათ ბრალად. გამოძიება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოოდ „სიტის“ მოკვეთით დასრულდა.

აქვე გეტყვთ, რომ დევიდ პენიკი, რომელიც დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთ საუკეთესო ადვოკატად ითვლება, ''ქალაქელებს'' უეფასთან ლეგალურ, კანონიერ ბრძოლაში დაეხმარება, რაც პეპ გუარდიოლას გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგაზე ორწლიანი სასჯელის გაუქმებას გულისხმობს.

რაც შეეხება იურისტის წარსულს, ბრიტანული მედიის ცნობით 63 წლის პენიკი ჯინა მილერს წარმოადგენდა და მან ორჯერ მოახერხა ''ბრექსიტის'' დაბლოკვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები