''მანქანაში ვიჯექი და ვტიროდი'' - მოურინიომ კარიერის ყველაზე ემოციური დღე გაიხსენა
Aa
Aa

''მანქანაში ვიჯექი და ვტიროდი'' - მოურინიომ კარიერის ყველაზე ემოციური დღე გაიხსენა

პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო ესპანურ Marca- სთან ინტერვიუში 2012 წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრას იხსენებს, როცა მისმა გაწვრთნილმა მადრიდის ''რეალმა'' მიუნხენის ''ბაიერნის'' ბარიერი ვერ დაძლია.

''ესაა ფეხბურთი. კრიშტიანუ რონალდუ, კაკა, რამოსი, ისინი ფეხბურთის მონსტრები არიან, ეს ხომ ასეა, ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ისინიც ადამიანები არიან. ეს იყო ერთადერთი ღამე, როცა საფეხბურთო მატჩის შემდეგ ვიტირე.

ეს დღე კარგად მახსოვს, მე და აირტონ კარანკა ჩემი სახლის წინ მანქანაში ვისხედით. ვტიროდი. რთული იყო იმ რეალობის მიღება, რაც მოედანზე მოხდა, რადგან ჩვენ ევროპაში საუკეთესო გუნდი ვიყავით.''

აღსანიშნავია, რომ 2011-12 წლების სეზონში ''სამეფო კლუბმა'' ესპანეთის ჩემპიონატი სამწლიანი პაუზის შემდეგ მოიგო და ყველაზე პრინციპული მეტოქის, კატალონიის ''ბარსელონას'' დომინაცია დაასრულა. გარდა ამისა, მოურინიოს ''რეალმა'' რეკორდი დაამყარა, აღნიშნულ სეზონში ლა ლიგა 100 ქულით მოიგო და 121 გოლი გაიტანა.

''ეს მხოლოდ ჩემპიონატის მოგება არ იყო, ჩვენ დავასრულეთ ''ბარსელონას'' დომინაცია და ისტორიული შედეგი დავაფიქსირეთ.''

შეგახსენებთ, ჟოზე მოურინიო ''სამეფო კლუბს'' 2010-13 წლებში წვრთნიდა. პორტუგალიელის ხელმძღვანელობით ესპანურმა გრადმა ლა ლიგის გარდა ესპანეთის თასი და სუპერთასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები