ლოკოდან ტორპედოში | ბუკიამ კონტრაქტი 2+1 სისტემით გააფორმა
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი დათო ბუკია კარიერას ქუთაისის ტორპედოში გააგრძელებს.
20 წლის ცენტრალურმა მცველმა, რომელმაც 2023-25 წლებში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში თბილისის ლოკომოტივის რიგებში 73 მატჩში 11 გოლი გაიტანა, კარიერა ქუთაისურ კლუბს დაუკავშირა. მხარეებმა ხელშეკრულება 2+1 სისტემით გააფორმეს.
ტორპედოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ხვალ ტორპედოსთან ერთად კვიპროსზე გაემგზავრება, კუნძულზე დირკ შუსტერის გაწვრთნილი გუნდი ახალი სეზონისთვის მოემზადება.
შეგახსენებთ, ბუკია თბილისის ლოკომოტივის აღზრდილია, პროფესიულ დონეზე მხოლოდ ლოკოში უთამაშია.
გასულ წელს, რამაზ სვანაძემ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვია, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 21-წლამდე ნაკრებში ხუთივე მატჩში სასტარტოში ითამაშა, 1 გოლი ლატვიას გაუტანა.