გოჩოლეიშვილის ჰამბურგმა ბუდუს ჰაიდენჰაიმს მოუგო | ქართველები შეცვლაზე შევიდნენ
ბუნდესლიგის 21-ე ტურში ერთმანეთს ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ და გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგი“ დაუპირისპირდნენ და მატჩი „ჰამბურგის“ გამარჯვებით დასრულდა - 2:0.
ბუდუ ზივზივაძემ ტრავმა მოირჩინა და 22 ნოემბრის შემდეგ განაცხადში დაბრუნდა, თუმცა, ისევე როგორც გიორგი გოჩოლეიშვილმა, მატჩი სათარადიგოთა სკამზე დაიწყო. ზივზივაძე მოედანზე 64-ე წუთზე გამოჩნდა და 82-ე წუთზე საგოლე პასთან იყო ახლოს, თუმცა „ჰაიდენჰაიმის“ გოლი ვიდეორეფერის ჩარევის შემდეგ გაუქმდა.
ზივზივაძემ Sofascore-ისგან 6.3-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 2 დარტყმა, 1 დაბლოკილი დარტყმა, 12 შეხება ბურთთან, 1 წარუმატებელი დრიბლინგი, 6-დან 5 ზუსტი პასი (83%), 1 ართმევა, 3-დან 1 მოგებული ორთაბრძოლა და 1 წაგებული საჰაერო ორთაბრძოლა.
რაც შეეხება გოჩოლეიშვილს, ის თამაშში მე-80 წუთზე ჩაერთო და ერთი კარგი მომენტიც ჰქონდა, თუმცა მისი სახიფათო დარტყმა „ჰაიდენჰაიმის“ მცველმა დაბლოკა.
გოჩოლეიშვილის თამაში Sofascore-მა 7.1 ქულით შეაფასა, ქართველი განაპირა მცველის სტატისტიკა კი ასეთი იყო: 1 დარტყმა, 7 შეხება ბურთთან, 1 არაზუსტი პასი, 1 ართმევა, 4-დან 3 მოგებული ორთაბრძოლა, 2-დან 1 წარმატებული დრიბლინგი და 2 დაკარგული ბურთი.
რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას, ანგარიში პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში სტუმართა ფორვარდმა, რანსფორდ კიონიგსდორფერმა გახსნა, 78-ე წუთზე რაიან ფილიპმა „ჰამბურგის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა.
21 ტურის შემდეგ „ჰაიდენჰაიმი“ 13 ქულით ბუნდესლიგის ბოლო ადგილზეა, „ჰამბურგი“ კი 22 ქულით მე-11-ზეა. მომდევნო ტურში ბუდუს გუნდი „აუგსბურგს“ ესტუმრება, „ჰამბურგი“ კი „უნიონს“ უმასპინძლებს.