შერმადინის 12 ქულა და რეკორდი - ტენერიფეს მორიგი მარცხი შიდა ჩემპიონატში
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ლაგუნა ტენერიფე სან პაბლო ბურგოსს ესტუმრა და 88:96 დამარცხდა.
თავდაპირველად გიორგი შერმადინი სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 25 წუთი და 37 წამი დაყო.
ამ პერიოდის განმავლობაში ვეტერანმა ცენტრმა 12 ქულას, 5 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.
34 წლის ქართველმა 4-ჯერ სცადა 2-ქულიანის ჩაგდება 3 გამოუვიდა. 8 საჯარიმო ტყორცნიდან 6 გამოიყენა.
ხუთი მოხსნიდან 4 საკუთარ ფარზე შეასრულა, ერთი კი მეტოქის. ჯამში გიორგიმ ერთი პერსონალური ფოლი მიიღო. დღევანდელ მატჩში მე-5 მოხსნა სარეკორდო იყო. ქართველმა ტენერიფეს ისტორიაში ყველაზე მეტი - 1205 მოხსნა დააგროვა.
ცნობისთვის, ამ წაგების შემდეგ, ვიდორეტას გუნდს 22 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე იმყოფება.
???? Final en Burgos (96-88)
— La Laguna Tenerife (@CB1939Canarias) February 7, 2026
???????? #VamosCanarias pic.twitter.com/GV5caNnG8D