Aa
Aa

"მათი სამუშაო ეთიკა ჰგავს" - პიოლიმ იბრაჰიმოვიჩი ფედერერს შეადარა

„მილანის“ მთავარი მწვრთნელი, სტეფანო პიოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩის სამუშაო ეთიკას როჯერ ფედერერისას ადარებს. იტალიელმა სპეციალისტმა ამის შესახებ „ინსტაგრამ ლაივში“ ისაუბრა.

„ზლატანს ვესაუბრე და იგი ვარჯიშს სათანადო პირობებით აგრძელებს. რთული არაა დაასკვნა, რომ ნიჭი თანდაყოლილი თვისებაა, მაგრამ მას მუშაობა და განვითარება სჭირდება.

ერთხელ მან მითხრა, რომ სურს, საკუთარი თამაში ყოველდღიურად უკეთესი გახადოს, ეს კი ყველაფერზე მეტყველებს. ამ შემთხვევაში, როჯერ ფედერერის მაგალითს მოვიყვანდი. იგი დიდი ტალანტით დაიბადა, მაგრამ უწყვეტი მუხლჩაუხრელი შრომით გახდა ის, რაც დღესაა - ალბათ, ჩოგბურთის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე“.

იბრაჰიმოვიჩმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არ იცის, მომავალ სეზონში რომელ გუნდში ითამაშებს. მას „მილანთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება კიდევ ერთი წლით შეუძლია, თუმცა იტალიურ პრესაში იწერება, რომ მხარეები ამის გაკეთებას არ გეგმავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები