Aa
Aa

"უკეთესია გავერთიანდეთ" - ATP და WTA ფედერერის ინიციატივას გამოეხმაურნენ

როჯერ ფედერერის გასულ კვირას გამოთქმულ ინიციატივას, რომელიც ATP-ისა და WTA-ის ერთ ორგანიზაციად გაერთიანებას გულისხმობს, უკვე ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.

რაც მთავარია, გუშინ თემას თავად ამ ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ და იდეა მოიწონეს.

ATP-ის პირველ პირ ანდრეა გაუდენცის თქმით, ბოლოდროინდელმა ერთობლივმა მუშაობამ დაანახა, რომ ამ ორი ორგანიზაციის გაერთიანება მხოლოდ და მხოლოდ კარგი იქნება და შესაბამის ბენეფიტებსაც მოიტანს.

კიდევ უფრო მკაფიოდ ემხრობა იდეას WTA-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი სტივ საიმონი: „დიდი ხანია ვამბობ, რომ ჩვენი სპორტისთვის უკეთესია, ერთად ვიმუშაოთ. ბოლო კვირებმა გვიჩვენა, რომ ამ აზრის სისრულეში მოყვანა საერთო საქმისთვის სასარგებლო იქნება“.

ფედერერმა სოციალურ ქსელში ახსნა, თუ რატომ იქნებოდა ამ ორი დიდი ორგანიზაციის გაერთიანება ჩოგბურთისთვის მომგებიანი. პოსტს „მაესტროს“ უამრავი კოლეგის გამოხმაურება მოჰყვა, ისინი იდეას სრულად მხარს უჭერდნენ.

ასე რომ, საქმე ისე მიდის, უახლოეს დღეებში ახალ და კიდევ უფრო საინტერესო ცნობებს უნდა ველოდოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები