პრემიერ ლიგის კლუბების დავიწყებული საკულტო გმირები - სიაში ქინქლაძეც მოხვდა
Aa
Aa

პრემიერ ლიგის კლუბების დავიწყებული საკულტო გმირები - სიაში ქინქლაძეც მოხვდა

ბრიტანულმა გამოცემა 90min.com-მა პრემიერ ლიგაში მოასპარეზე ოცივე კლუბის დავიწყებული საკულტო გმირი დაასახელა. სიაში ლეგენდარული მოთამაშეების მხარდამხარ „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი ფეხბურთელი, გიორგი ქინქლაძე მოხვდა.

„ფეხბურთელები საკულტო გმირები საფეხბურთო შესაძლებლობების გამო არ ხდებიან. ზოგჯერ ეს განსაკუთრებული კავშირის დამსახურებაა, რომელიც მათსა და გულშემატკივრებს შორის არსებობს. ზოგჯერ, კი ამას უდიდესი თავდადება განაპირობებს.

დიახ, გვიყვარს საოცრად მოასპარეზე ფეხბურთელთა თამაშის ხილვა, მაგრამ ამ ყველაფერს სიამოვნებით გავცვლიდით მოთამაშეში, რომელსაც 20 წლის მერეც სიყვარულით გავიხსენებთ“.

„რა სასიამოვნო იქნებოდა მეინ როუდზე Brothers-ის ცისფერ მაისურში გამოწყობილი ქინქის ხილვა, რომელიც მცველებს თავისი სიდიადით თვალს ჭრიდა.

ნამდვილი საფეხბურთო ანომალია ეპოქაში, როცა უხეშ ძალასა და კუნთებს ციხესიმაგრის აღება შეეძლო“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები