ტამაშ აიანმა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა
Aa
Aa

ტამაშ აიანმა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა

ტამაშ აიანმა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა. IWF-ის მმართველმა საბჭომ აიანის განცხადება დღეს გამართულ ვიდეოშეხვედრაზე დააკმაყოფილა.

IWF-ის პრეზიდენტის პოსტი დროებით ურსულა პაპანდრეამ ჩაიბარა და აიანის შესახებ მოკლე კომენტარიც გააკეთა.

„ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია ტამაშ აიანს 43 წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოსთვისა და მის მიერ შემუშავებული ანტი-დოპინგური პროგრამისთვის, რომელიც ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, უდიდეს მადლობას უხდის“.

მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აიანმაც ისაუბრა და აღნიშნა: „ჩემს საყვარელ სპორტს ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები შევწირე. როცა პანდემია უკან დაიხევს, არჩევნები გაიმართება და ახალი თაობა მუშაობას დაიწყებს“.

შეგახსენებთ, რომ იანვარში ერთ-ერთ გერმანულ სატელევიზიო არხზე დოკუმენტური ფილმი გავიდა, რომელშიც 81 წლის უნგრელსა და ძალოსნობის საერთაშორის ფედერაციას კორუფციაში დასდეს ბრალი. IWF-ის ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ ამ საკითხზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები