მარკ კუკურელია
Aa
Aa

„თუ მოვიგებთ, კარიერას ხვალვე დავასრულებ“ - კუკურელიას დაპირება

ესპანეთის ნაკრების მცველმა, მარკ კუკურელიამ Movistar-თან ინტერვიუში საინტერესო განცხადება გააკეთა. 27 წლის ფეხბურთელის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ხვალ „ფურია როხა“ არგენტინას მოუგებს, ის სანაკრებო კარიერას მაშინვე დაასრულებს.

„თუ მსოფლიო ჩემპიონატს მოვიგებთ, მომდევნო დღეს ნაკრების მწვრთნელს, ლუის დე ლა ფუენტეს დავურეკავ და ვეტყვი, რომ ჩემი იმედი აღარ ჰქონდეს და რომ სანაკრებო დონეზე ფეხბურთს აღარ ვითამაშებ.

ევროპის ჩემპიონატი მაქვს მოგებული და თუ მსოფლიო ჩემპიონიც გავხდი, ამაზე უკეთესს რას უნდა მივაღწიო?“

ცნობისთვის, 27 წლის კუკურელიას „ფურია როხას“ მაისურით 31 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 1 გოლია. 2024 წელს მან ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

აქვე გეტყვით, რომ არგენტინა-ესპანეთის მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირადი მეურვე მესის? არგენტინა ბინძური გუნდია? | დე ლა ფუენტეს პრესკონფერენცია
პირადი მეურვე მესის? არგენტინა ბინძური გუნდია? | დე ლა ფუენტეს პრესკონფერენცია