უეფას ინიციატივა: ჩემპიონთა ლიგის ორკვირიანი ფორმატი აგვისტოში
Aa
Aa

უეფას ინიციატივა: ჩემპიონთა ლიგის ორკვირიანი ფორმატი აგვისტოში

მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ფეხბურთის დაბრუნების დრო უცნობია, უეფა და ევროპულ კლუბთა ასოციაცია (ECA) ძლიერი ევროპული ჩემპიონატების განახლებას ივლისში იმედოვნებენ. რაც შეეხება ევროტურნირებს, ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა აგვისტოში განახლდება.

ესპანური Cadena Ser-ის ცნობით ევროპული ტურნირების მეოთხედფინალების, ნახევარფინალებისა და ფინალების გამართვა ორ კვირაში შესაძლებელია.თითოეულ წყვილში გამარჯვებული ერთი მატჩით გამოვლინდება. შეხვედრები ნეიტრალურ მოედანზე  მაყურებელთა გარეშე შედგება. მიუხედავად იმისა, რომ ამ იდეას მოწინააღმდეგეები ჰყავს, უეფა და ECA ყველაზე მეტად ევროპული ჩემპიონატების დასრულების ამ მოდელს უჭერენ მხარს.

აღნიშნული ორგანიზაციებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპული ქვეყნების ჩემპიონატების განახლება. მათ სურთ შიდა ჩემპიონატები მაქსიმალურად მცირე დროში განახლდეს, მატჩები მაყურებელთა გარეშე ჩატარდეს და თითოეულმა გუნდმა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა რეკომენდაციები გაითვალისწინოს, რადგან შეხვედრაზე მყოფ პირთა თუ ფეხბურთელთა ჯანმრთელობა დაცული იყოს.

ძლიერი ევროპული ქვეყნების ჩემპიონატებიდან ბუნდესლიგა პირველია, რომელიც ჩემპიონატის განახლებას გეგმავს. გერმანიაში ჩემპიონატის შეხვედრების ჩატარებას მაისში გეგმავენ.

როგორც Cadena Ser-ი იუწყება თუ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის გათამაშებები ორკვირიან პერიოდში დასრულდება, სექტემბერში ახალი სეზონი ბევრი პრობლემის გარეშე დაიწყება, ახლა კი ფეხბურთელებს შეუძლიათ დასვენებით სიამოვნება მიიღონ, თუმცა ბევრ მათგანს ხელფასი მნიშვნელოვნად შეუმცირდება, რაც მსოფლიო ეკონომიკის გაჩერების ფონზე მოსალოდნელი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები