''დახუჭა ლამაზი თვალები და წავიდა'' - ფორმულა 1-ის ლეგენდა გარდაიცვალა
Aa
Aa

''დახუჭა ლამაზი თვალები და წავიდა'' - ფორმულა 1-ის ლეგენდა გარდაიცვალა

ფორმულა 1-ის პილოტი სერ სტირლინგ მოსი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია საზოგადოებას მისმა მეუღლემ, ლედი მოსმა აცნობა.

''სიკვდილის მომენტშიც შესანიშნავად გამოიყურებოდა. ბოლოს ძალიან დაღლილი იყო, დახუჭა თავისი ლამაზი თვალები და წავიდა.''

მიუხედავად იმისა, რომ მას ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული არასდროს მოუგია, ყველადროის ერთ-ერთ საუკეთესო პილოტად ითვლება. ბრიტანელმა 529 რბოლიდან 212 მოიგო. მან კარიერა 1962 წელს მძიმე ავარიის შემდეგ დაასრულა, რის გამოც ერთი თვის განმავლობაში კომაში იყო, თუმცა ექიმთა დიდი ძალისხმევის შედეგად მისი გადარჩენა მოხერხდა.

მისი გამარჯვებების ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი 1961 წლით თარიღდება, როცა მონაკოში ლოტუსით უფრო სწრაფი ფერარი დაამარცხა.

სერ სტირლინგი მოსი ისეთი გუნდების წევრი იყო, როგორებიც არიან Mercedes, Maserati, Vanwall, Lotus და Cooper.

ბრიტანული მედიის ცნობით ავტოსპორტის ბრიტანელი ლეგენდის გარდაცვალება კორონავირუსთან კავშირში არაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები