გატუზომ ხელფასზე უარი თქვა -
Aa
Aa

გატუზომ ხელფასზე უარი თქვა - "რინო" კლუბის თანამშრომლებს ეხმარება

კოროავირუსის გამო ყველაზე მძიმე მდგომარეობა იტალიაშია. „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ სრულიად დამოუკიდებლად სამაგალითო ნაბიჯი გადადგა და საკუთარ ხელფასზე უარი თქვა.

„რინო“ თავის ხელფასს კლუბში მომუშავე თანამშრომლებს მისცემს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ კოვიდ-19-ის პანდემიის გამო ანაზღაურების გარეშე დარჩნენ.

იტალიურმა პრესამ მალევე დაადგინა, რომ გატუზოს ეს ჰუმანური ნაბიჯი მისივე გადაწყვეტილება იყო, რომელსაც მალევე კლუბის სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლომაც მიბაძა და ხელფასზე უარი თავადაც თქვა.

როგორც მოგეხსენებათ, წინა კვირაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ნაპოლის“ თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში 2 თვით გაუშვეს, რომელიც შესაძლოა გახანგრძლივდეს და მაისშიც გაგრძელდეს. ყველაფერი პანდემიაზეა დამოკიდებული.

დღეის მონაცემებით იტალიაში 147,577 ადამიანია ინციფირებული, 18,849 კი გარდაიცვალა, ჯამში კი 30,455 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები