Aa
Aa

"მცველები ერთმანეთს ხელსახოცის რულონივით გადააბა" - ანუ რას წერენ რუსები ჯანოს სუპერგოლზე...

გუშინ, "ევროპის ლიგაზე", ლარნაკას "აეკის" კარში, ჯანო ანანიძემ, დრიბლინგის შემდეგ, ულამაზესი გოლი შეაგდო. 

ჩვენ რუსულ საიტებს გადავხედეთ და იქაური გულშემატკივრების საინტერესო კომენტარები ამოვარჩიეთ.

"აფეთქება, სახელად ჯანო! ბრწყინვალე გოლია"! 

"გასაკვირია, რომ გენიჩმა (კომენტატორი) ეს ჯანოს საუკეთესო გოლად შეაფასა. მან "ამკარს" ამაზე მაგარი გოლი გაუტანა". 

"მეტოქეს მცველები ჰყავდა თუ კეგლები? ბრავო ჯანო"!

"სუპერშესრულება? არა, მან უბრალოდ მარტივად გაიტანა. ფეხბურთი მარტივი თამაშია"... 

"ლიონელ მესის სტილში! ფიზიკურად მომატება და ჯანო უძლიერესი ფეხბურთელი იქნება"!

"მცველები, ერთმანეთს ხელსახოცის რულონივით გადაებნენ". 

"სუპერპაუზა, რომელმაც გოლი გამოაცხო! სამწუხაროა, რომ ასეთი ჯანო იშვიათია"... 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები