კორონავირუსისგან ლანსის ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
Aa
Aa

კორონავირუსისგან ლანსის ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა

კორონავირუსმა მსოფლიოში უკვე 59,226 ადამიანი გარდაიცვალა. ახალი ვირუსი ბუნებრივია შეეხო სპორტსაც. „ლანსის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ლეგენდარული არნოლდ სავინსკი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„ჩვენთვის სავინსკის გარდაცვალება უდიდესი მწუხარებაა. გუნდის ყოფილი მოთამაშე, მწვრთნელი და უბრალოდ გულშემატკივარი, რომელიც „ლანსის“ სულს განასახიერებდა“, - ნათქვამია კლუბის პრესსამსახურის განცხადებაში.

არნოლდ სავინსკი „ლანსის“ ღირსებას 1952-1966 წლებში იცავდა. ფრანგული კლუბის მეკარე, კარიერის დასრულების შემდეგ 1969-78, 1979-81 და 1988-89 წლებში მთავარი მწვრთნელის პოსტსაც იკავებდა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში კორონავირუსი ნელ-ნელა პიკისკენ მიდის. გუშინდელი მონაცემებით ქვეყანაში 1 120 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 82 165-ს შეადგენს, ჯამში კი 14 008 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები