სამუშაოები გრძელდება - ასე გამოიყურება ბათუმის სტადიონი დღეს
Aa
Aa

სამუშაოები გრძელდება - ასე გამოიყურება ბათუმის სტადიონი დღეს

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პროცესი შეუჩერებლად მიმდინარეობს. არსებული ეპიდემიოლოგიური გარემოების გათვალისწინებით, დაცულია ყველა სახის სანიტარული და უსაფრთხოების ნორმა.

ამჟამად შიდა კოსმეტიკური და გარე მოპირკეთებითი სამუშაოები მიმდინარეობს. მონტაჟდება სახანძრო უსაფრთხოების სიტემა და ეწყობა გარე საპარკინგე სივრცე.

ასევე აჭარაში სხვა სპორტული ობიექტების მშენებლობა და საპროექტო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ეს ეხება როგორც ბათუმის უნივერსალურ სპორტულ კომპლექსს, ასევე დაბა ჩაქვში დაგეგმილ ძალოსნობის ბაზის საპროექტო სამუშაოებსაც.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები