Aa
Aa

„ჩამოყალიბებულ ვარსკვლავს იშვიათად ყიდულობდა" - როგორი იყო ფერგის სატრანსფერო პოლიტიკა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, გარი ნევილმა ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონის სატრანსფერო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. ინგლისელმა უკანახაზელმა ინტერვიუ Sky Sports-ს მისცა და ფერგისთან გატარებული წლები გაიხსენა.

„ფერგიუსონის სატრანსფერო პოლიტიკა სამ მიმდინარეობად იყოფა. პირველი - როგორც კი, საშუალება მიეცემოდა, გუნდში ახალგაზრდებს აწინაურებდა და იყო შემთხვევები, როცა მათ საზღვარგარეთაც ეძებდა.

მეორე - პრემიერ ლიგის საუკეთესო მოთამაშეებს აკვირდებოდა. ოღონდ არჩევდა მხოლოდ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მისი აზრით, ნდობას იმსახურებდნენ, განვითარების პერსპექტივა ჰქონდათ და მანჩესტერში დიდი ხნის განმავლობაში დარჩებოდნენ. მაგალითად, გარი პალისტერი, სტივ ბრიუსი, უეინ რუნი, რიო ფერდინანდი და რობინ ვან პერსი.

დაბოლოს, ყოველთვის უნდოდა, უცხოელი ამომავალი ვარსკვლავი შეეძინა, რომელთანაც მუშაობა შეეძლებოდა და მას უმაღლესი დონის ფეხბურთელად აქცევდა. მაგალითად, ნემანია ვიდიჩი, პიტერ შმეიხელი, პატრის ევრა, კრიშტიანუ რონალდუ და ოლე გუნარ სულშერი.

ფერგი ჩამოყალიბებულ ვარსკვლავს იშვიათად ყიდულობდა.

ფეხბურთელთა გასხვისებას რაც შეეხება, ამ მხრივ ფერგიუსონი შეუბრალებელი იყო. იგი ყიდდა ყველას, ვინც სათანადოდ კარგი არ იყო, ან კონტროლის მისეულ მეთოდებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა. სერ ალექსისთვის შემადგენლობის რადიკალურად გადახალისება მიუღებელი იყო. მანჩესტერს ყოველთვის 6-7 ახალგაზრდა, 10 საშუალო ასაკის და 3-4 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელი ჰყავდა“.

შეგახსენებთ, რომ ფერგიმ „წითელი ეშმაკების“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე 26 წელი გაატარა და ჯამში 38 ტიტული მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები